დღეს უკვე უამრავი დისტანციური დასახელების სამსახურია ხელმისაწვდომი. პანდემიამ განსაკუთრებულად შეცვალა, როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულების დამოკიდებულება ოფისში მუშაობის აუცილებლობაზე.
მნიშვნელოვანია სამი კრიტერიუმის გათვალისწინება:
1.უცხო ენის ცოდნა (უმეტეს შემთხვევაში ინგლისური)
2.ინტერნეტთან წვდომა
3.თვითდისციპლინის უნარი
ეს არის სია, სადაც დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობებს ნახავ. ვაკანსიების დათვალიერებისას, ყურადღება მიაქციე ეროვნების გრაფას, ზოგჯერ წერია, რომ მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეს აქვს ამ კომპანიაში დასაქმების საშუალება, თუმცა ხშირად იპოვი ისეთ ვაკანსიას, რომლის კარიც მთელი მსოფლიოსთვის ღიაა. დავიწყოთ!
აქ ნახავ მუდმივად განახლებადი ვაკანსიების ჩამონათვალს და ასევე იმ კომპანიების სიას, რომლებიც ხშირად აცხა დებენ დისტანციურ ვაკანსიებს.
ამ ვებგვერდს საკმაოდ მოსახერხებელი ინტერფეისი აქვს, სიმბოლოების საშუალებით მარტივად ხედავ, სად არის კომპანია დაფუძნებული, რა ეროვნების კადრს ეძებს და რა ხელფასს სთავაზობს სამსახურის მაძიებელს.
Letsworkremotely
ამ პლატფორმაზე უფრო ხშირად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიები აქვეყნებენ ვაკანსიებს, თუმცა ფილტრის საშუალებით შეგიძლია იპოვო შეთავაზებები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
authenticjobs
ეს ვებგვერდი ფოკუსირებულია დიზაინერებზე, შემოქმედებით პროფესიებზე და დეველოპერებზე. იდეალურია მათთვის, ვინც არის UX დიზაინერი, გრაფიკული დიზაინერი, ან ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი.
weworkremotely
Weworkremotely ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გან ახლებადი პლატფორმაა. ფილტრის საშუალებით შეგიძლია მონიშნო ‘’anywhere from the world’’ (მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან) და სამუშაო გრაფიკი- სრული განაკვეთი ან კონტრაქტი.
flexjobs
ამ ვებგვერდზე ვაკანსიების გარდა ნახავ სტატიებს და რჩევებს სამსახურის ძიების პროცესის შესახებ, შეგიძლია დაესწრო სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებებს და ვებინარებს. ვაკანსიებიც საკმაოდ მრავალფეროვანი დასახლებისაა.
Euremotejobs
Euremotejobs-ზე 75% ვაკანსიები ევროპული კომპანიების მიერაა გამოქვეყნებული, დანარჩენი 25%- შუა-აღმოსავლეთსა და აფრიკაში. გაფილტვრა შეგიძლია არამხოლოდ ადგილმდებარეობის, არამედ შენი სამუშაო გამოცდილების წლების მიხედვით.
Indeed ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა დისტანციურად დასაქმების სფეროში. ვებგვერდს ასევე განასხვ ავებს ის, რომ უმეტესობა მომხმარებელი და დასაქმებული კომპანიას მომხმარებელი რეიტინგს ანიჭებს, რაც მათი კმაყოფილების დონეს ასახავს.
workew
Workew იდეალური საძიებო ადგილია შემდეგი პროფესიებისთვის: მწერალი/რედაქტორი, დეველოპერი, პროექტის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და UX დიზაინერი. ასევე ვებგვერდს აქვს ცალკე კატეგორია ‘’კრიპტო სამსახურები’’.
remoteok
ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ამომწურავი პლატფორმაა, აქ ყველა პროფესიის ადამიანისთვის მოიძებნება ვაკანსია. საძიებო სისტემაში მონაცემების დეტალურად გაფილტვრას შეძლებ.
workingnomads
Workingnomads-ს საკმაოდ დახვეწილი და ორგანიზებული ინტერფეისი აქვს, რაც ძიების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ასევე აქვს ფუნქცია, ვარსკვლავის მონიშვნით სასურველ ვაკანსიებს თავი ერთად მოუყარო და შემდეგ ერთად შეუდგე აპლიკაციების შევსებას.
Skipthedrive
ვებგვერდს ვაკანსიების გარდა, სხვა ფუნქციებიც აქვს: დანაზოგის გამოთვლა, ნახევარი განაკვეთის სამუშაოები, კომპანიების სია, აპლიკაციის პროცესის თვალყურის დევნება
დაგვიკავშირდით